ინგლისური
ენის სასკოლო კლუბი: English Club
სსიპ.ბერბუკის
საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ინგლისური ენის კლუბი : English Club , რომლის მიზანია შემოქმედებითი, ინდივიდუალური, მოტივაციური, კულტურული, ემოციური, ენობრივი, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში . კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები.
კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.
1. კლუბის ზოგადი დებულება
♦ კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილია საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყება 2023 წლის 4 დეკემბერს;
♦ კლუბში მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
♦ კლუბს აქვს წესდება, გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი;
♦ კლუბის მისამართი: სსიპ.ბერბუკის საჯარო სკოლა;
♦ ელფოსტა: cicibuziashvili@gmail.com;
♦ ტელ: 577 95 27 76.
კლუბის წესდება:
1. კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება და ხასიათი;
2. კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებსა და მშობლებს;
3. ინგლისური ენის კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;
4. კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება, საპატიო მიზეზების გამო, არ დაესწროს კლუბის ზოგიერთ შეკრებას;
5. კლუბის თითოეულ წევრს აქვს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლება;
6. კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის წესდება;
7. კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ ის:
7.1. არ დაიცავს კლუბის წესდებას;
7.2. არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას;
7.3. არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
♦ ინგლისური ენის პოპულარიზაცია;
♦ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება;
♦ სააზროვნო უნარების განვითარება;
♦ მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება;
♦ მოსწავლეებში კითხვის,მოსმენის,წერის და ზეპირი მეტყველების უნარების განვითარება.
3. კლუბში გაწევრიანება
♦ კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
♦ სამიზნე ჯგუფი დაწყებითი, საფეხურის მე2,მე3,მე4,მე5 და მე6 კლასის მოსწავლეები;
♦ მოსწავლეთა რაოდენობა: 27 მოსწავლე;
♦ კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;
♦ კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის მიერ;
♦ კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;
♦ კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში;
4. კლუბის მუშაობის სტრუქტურა
♦ კლუბი შედგება 27 მოსწავლისაგან;
♦ საკლუბო მუშაობას უძღვება ხელმძღვანელი მასწავლებელი;
♦ კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);
♦ ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს აცნობს კლუბის წევრებს;
♦ კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;
♦ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
♦ კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველი თვის, კლუბის მონაწილე წევრებისა და კურატორ-მასწავლებლის მიერ, დათქმულ რიცხვში;
♦ კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში, მინიმუმ, ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ერთი ან მეტი საათით.
5. კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა
♦ ინდივიდუალური;
♦ ჯგუფური;
♦ პრეზენტაცია;
♦ დისკუსია/დებატი.
6. ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა
♦საკლუბო მუშაობის დაწყებამდე, სკოლის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
√ კლუბის სახელწოდება;
√ კლუბის წესდება;
√ კლუბის სამუშაო გეგმა;
√ განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.
7. საკლუბო მუშაობის პერიოდი
♦ კლუბის მუშაობა განხორციელდება I-II სემესტრში, 2023-2024 სასწავლო წლები;
♦ მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრები თანხმდებიან საკლუბო შეხვედრის თარიღზე;
♦ საკლუბო მუშაობის პერიოდში, ეტაპობრივად, აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სკოლის ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.
https://www.blogger.com/blog/post/edit/7346768599796015364/3980351323756542577